თბილისის მერი ქალაქ ნანტის მეტროპოლიის ვიცე-პრეზიდენტს, ივ-პასკუოს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, დედაქალაქს 14 ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლები სტუმრობენ. დღეს კახა კალაძემ ნანტის მეტროპოლიის ვიცე-პრეზიდენტს, ივ-პასკუოს თბილისის მერიაში უმასპინძლა და აღნიშნა, რომ ქალაქებს შორის მეგობრობის გაღრმავება მნიშვნელოვანია.

„მიხარია, რომ გამონახეთ დრო, ჩამობრძანდით ჩვენს ქალაქში და ესწრებით თბილისთან დაკავშირებულ სახალხო დღესასწაულს. ჩვენი ქალაქები 1979 წლიდან არიან დაძმობილებულები. საფრანგეთი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესო ქვეყანაა. მასთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში, ჩვენი ქალაქების მეგობრობას კიდევ უფრო საინტერესოს გავხდით. ჩვენ ბოლო წლებში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, საინტერესო იქნება ამ მიმართულებით თქვენი გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე ნანტის მეტროპოლიის ვიცე-პრეზიდენტმა ქალაქებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად, რამდენიმე სამომავლო პროექტზე ისაუბრა.

„საფრანგეთში, 2023 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. აქედან ერთი მატჩი ქალაქ ნანტში გაიმართება, სადაც საქართველოს გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. მე გადმოგცემთ ნანტის მერის მოწვევას თამაშზე დასასწრებად. ასევე, ვგეგმავთ ჩამოვაყალიბოთ რაგბის შემსწავლელი ჯგუფი 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებისა, ჩვენი დაძმობილებული ქალაქებიდან. გარდა ამისა, ვაპირებთ ნანტში სტაჟირების პროგრამით რამდენიმე ქართველი ბიბლიოთეკარი მივიწვიოთ. თქვენ კი, როდესაც გვეწვევით, გვინდა, ნანტის ფეხბურთელთა გუნდს შეხვდეთ“, – განაცხადა ივ-პასკუომ.

შეხვედრის დასასრულს, კახა კალაძემ უცხოელი სტუმრები საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებაზე მიიწვია.

Visited 40 times, 1 visit(s) today