თბილისის მერმა დიდ დიღომში ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოაწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა. დაირგო 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, 3 450 კვ. მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა; დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე, ველოპარკინგი. საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 1 462 054 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „მონოლითი 2005“-მა შეასრულა.

Visited 38 times, 1 visit(s) today