თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომელიც ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომელიც ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება – ამის შესახებ დღეს, ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.შეხვედრები ოთხი სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.
ნაძალადევის მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, პარლამენტარები – არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ამაშუკელი შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრები ოთხი სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.

Visited 124 times, 1 visit(s) today