თბილისის რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი დაერქმევა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისსა და მასთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩას ახალი სახელწოდებები მიენიჭება.
აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
კერძოდ, ახალი სახელები გლდანის, მთაწმინდის, ვაკის, სამგორის, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე რამდენიმე ქუჩას, ჩიხს, შესახვევსა და გასასვლელს დაერქმევა. გარდა ამისა, კომისიის წევრებმა სამგორისა და გლდანის რაიონებში რამდენიმე ქუჩის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდებების მინიჭების საკითხი საჯარო განხილვისთვის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. განხილვის შედეგად მიღებულ წინადადებებზე კი კომისიის წევრები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.

Visited 130 times, 1 visit(s) today