თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან საფუძველს უყრის რეგიონის მომავალ სტაბილურობას, დაცულობასა და კეთილდღეობას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პრეზიდენტის სასახლეში, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სტუმრობისათვის და აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან საფუძველს უყრის რეგიონის მომავალ სტაბილურობას, დაცულობასა და კეთილდღეობას.
“მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო მაკკეინის ინსტიტუტს საქართველოში, ამ ღონისძიების დაგეგმისა და განხორციელებისათვის. ასევე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, სენატორ მაკკეინის ხსოვნას.
მან ძალიან ბევრი გააკეთა როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსათვის. სენატორი მაკკეინი აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში გვიყვარს და რატომაც გვსურს მასთან მჭიდრო კავშირი. ის იყო საერთო ღირებულებების ერთგული ადამიანი და გააჩნდა ძალა, რომ ამ ღირებულებებისთვის ემსახურა. როგორც წესი, როცა ადამიანები კვდებიან სიცარიელე წარმოიქმნება, მაგრამ სენატორ მაკკეინის სიკვდილმა შექმნა ახალი გზა, რომელსაც ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Visited 137 times, 1 visit(s) today