თბილისის სკოლების მანდატურებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და მანდატურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა გელა გელაძემ თბილისის სკოლების მანდატურებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს და მათ დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
მანდატურის სამსახური ახალი მიდგომებით იმუშავებს, სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება. შესაბამისი კომპლექსური სამოქმედო გეგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა იქნება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღიჭურვება ვიდეოკამერებით, მანდატურის სამსახური გააძლიერებს ფსიქოლოგიური დახმარების კომპონენტს. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო კამპანიების და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართულნი თავად მანდატურები.

Visited 132 times, 1 visit(s) today