თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს – ამის შესახებ დღეს სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას კახა კალაძემ განაცხადა.„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ბარბარეს უბნის, მოსკოვის გამზირის, აფრიკისა და ქაიროს დასახლებების მცხოვრებებს შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო.
„ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თანაბრად იგრძნოს განვითარება ყველა რაიონმა და ყველა უბანმა. დედაქალაქი უნდა იგრძნობოდეს ყველა რაიონში მცხოვრები ადამიანისთვის. ამიტომ, ის პროექტები და პროგრამა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, ზუსტად ამაზეა გათვლილი – მოხდეს უბნების და რაიონების თანაბარი განვითარება. რა მოგვიტანა მხოლოდ ცენტრალური უბნების და რაიონების განვითარებამ, ყველა ვხედავთ – ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობა-ნაგებობები, სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში. ამიტომ, ჩვენთვის ყველა რაიონი, ყველა უბანი, მათი განვითარება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Visited 186 times, 1 visit(s) today