თბილისი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) „გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის პლენარულ სესიას“ უმასპინძლებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

1-4 ნოემბერს, თბილისი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) „გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის პლენარულ სესიას“ უმასპინძლებს.
ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, შექმნილია შესაბამისი სამთავრობო კომისია, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს. დღეს კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა ფორუმის პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
გლობალური ფორუმის პლენარული სესია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრაა, რომელშიც მონაწილეობას ფორუმის წევრი სახელმწიფოების სამასამდე დელეგატი და ათი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს.

Visited 158 times, 1 visit(s) today