თბილისი უძველესი და ულამაზესი ქალაქია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ანბანით მოთხრობილი საქართველო” – სულ მალე ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. საერთაშორისო კულტურული ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს დელეგაციას ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ფრანკფურტის მერიაში გამართულ საზეიმო მიღებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

“ქართული დამწერლობა არის შედევრი, რომელიც იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. საპატიო სტუმრის პროგრამა საქართველოს აძლევს საშუალებას, მსოფლიოს გააცნოს ქართული კულტურის სიღრმეები. საქართველოს დედაქალაქი თბილისი ულამაზესია. მინდა, მის წარმომადგენელს განსაკუთრებით მივესალმო”, – განაცხადა ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა საზეიმო მიღებაზე.

Visited 151 times, 1 visit(s) today