თბილისში არსებული დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლები საკრებულოში სტაჟირებას გაივლიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და ფრაქციასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, თბილისში არსებული დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი უძღვებოდნენ, ასირიელ, აზერბაიჯანელ, სომეხ, რუს და უკრაინელ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს უმასპინძლეს.
ფრაქციის თავმჯდომარემ სტუდენტებს საკრებულოს საქმიანობა გააცნო. რიმა ბერაძემ სტუდენტებს ასევე თბილისში ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილი „მეგობრობის სახლის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა სამთავრობო სტრუქტურების მუშაობაში უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, სტუდენტები საკრებულოში სტაჟირების დროს თვითმმართველობის ფუნქციებსა და საკრებულოს საქმიანობას შეისწავლიან, რაც მათ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

Visited 141 times, 1 visit(s) today