დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და თბილისის მერი დავით ნარმანია იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებსაც თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ.
კალოუბნის ქუჩა N22-ში არსებული საცხოვრებელი ფართების უმეტესობა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა, ბინების ნაწილი კი ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ. ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.
Visited 115 times, 1 visit(s) today