თბილისში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

130 დევნილ ოჯახს თბილისში, ოროთახიანი ბინის გასაღები გადაეცა. საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები.

„თბილისში, 260 ოროთახიანი ბინების მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები წარმოიქმნა. კომპანიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სამუშაოების დასრულების ვადა მნიშვნელოვნად დაარღვია, რის გამოც განსახლების პროცესი რამდენიმე თვით შეფერხდა. 130 დევნილ ოჯახს თბილისში, ოროთახიანი ბინის გასაღები უკვე გადავეცით. დამატებით, 130-მდე ოჯახი კი, ბინებს ეტაპობრივად მიიღებს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს, რათა მენაშენემ ყველა ბინა, სტანდარტების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში ჩააბაროს.

Visited 20 times, 1 visit(s) today