თბილისში მდებარე საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა ქ. თბილისში, კრწანისის ქ. N3 განთავსებულ საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ი.მ. ,,ლალი არუნაშვილი“-ს საკონდიტროში დამზადებული სურსათი სარეალიზაციო ობიექტში „ტკბილი გემოს“ დასახელებით იყიდებოდა. არაგეგმური ინსპექტირებისას 30-მდე არაკრიტიკული და 2 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, შენობა არ იძლევა დასუფთავებისა და დეზინფიცირების საშუალებას, დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა და შენობა საჭიროებს რეკონსტრუქციას; ოთახში, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი, არ ხდება იმ აღჭურვილობების და მოწყობილობების რეცხვა-დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან.
ამ კრიტიკული და სხვა არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს აეკრძალა საქმიანობის გაგრძელება და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

Visited 192 times, 1 visit(s) today