თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2017“-ის მესამე დღე თემატურ და რეგიონულ სამუშაო შეხვედრებს ეთმობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2017“-ის მესამე დღე თემატურ და რეგიონულ სამუშაო შეხვედრებს ეთმობა.
რიგით მეოთხე პანელის ერთ-ერთ სამუშაო სესიაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საკონსულო დეპარტამენტის ძირითადი პრიორიტეტული საკითხებია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და გაუმჯობესება, ახალი მექანიზმების დანერგვა, ორმხრივი საკანონმდებლო ბაზის განვითარება, კერძოდ მუშაობა წარიმართა უვიზო მიმოსვლის 16 შეთანხმებაზე.

Visited 138 times, 1 visit(s) today