თბილისში ტატა თვალჭრელიძის ქუჩა გაიხსნა

Saturday July 14th, 2018

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისში, ფერმწერთა ქუჩის მიმდებარედ, კინომცოდნე ტატა თვალჭრელიძის ქუჩა გახსნა. ქუჩას სახელი თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში 2016 წელს მიენიჭა. მემორანდუმი ქალაქის ურბანულ საკითხებში გენდერული პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიხედვით, თბილისში არსებულ 50 ქუჩას იმ ქართველ ქალთა სახელები მიენიჭა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა დარჩია, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბირბიჩაძე და საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ტატა თვალჭრელიძის ოჯახის წევრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0