თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ. თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა, სადაც სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მოქალაქეები სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ.
ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილესთან თამარ ბარკალაიასთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, ერთი ფანჯრის პრინციპით, 15 მომსახურების ცენტრი გაიხსნება.

Visited 28 times, 1 visit(s) today