“თბილსერვის ჯგუფმა” საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოები დაასრულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მის მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოები, საყვავილე თარგების მოწყობით დაასრულა. საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოებისას სულ – 192 000 ძირი ვიოლა დაირგო, აქედან 100 628 ძირი ვაკის პარკში, 42 912 ძირი 9 აპრილის ბაღში, 26 160 ძირი რიყის პარკში, 13 488 ძირი ვერის ბაღში, ხოლო 8 832 ძირი ვიოლა კი დედა ენის ბაღში. “თბილსერვის ჯგუფმა” აღნიშნულ პარკებსა და ბაღებში, ასევე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დარგო, მათ შორის 73 ცალი დასავლეთის ტუია, 53 ცალი ესპანური სოჭი, 18 ცალი მჩხვლეტავი ნაძვი და 17 ცალი უთხოვარა.

Visited 221 times, 1 visit(s) today