თეა წულუკიანი და ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის პირველ საჯარო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის პირველ საჯარო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, პროექტი „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ ევროკავშირის მიერ ფინანსდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას და სხვა სახელმწიფო უწყებებს საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებაში.

პოგრამის ფარგლებში უცხოელი ექსპერტები მეთოდოლოგიურად დაეხმარებიან სახელმწიფო სტრუქტურებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული კანონმდებლობის დაახლეობას საერთაშორისო სამართალთან და ქვეყნის მიერ არებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, საჯარო კონსულტაციების მექანიზმის გაფართოებას საკანონმდებლო საქმიანობაში.

პროექტის ბიუჯეტი 1.7 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა 2015 წლის 27 აპრილს დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ღონისძება „თბილისი მარიოტში“ დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

Visited 99 times, 1 visit(s) today