თეა წულუკიანი ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, დღეს ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვივნენ და საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზის წარმატებით დახურვა აღნიშნეს. დახურვის ცერემონიალი ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია,იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, დონორი ორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტის მეორე ფაზა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება და მუნიციპალიტეტების გაძლიერება, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებში საქმისწარმოების სტანდარტიზაციასა და ელექტრონიზაციას გულისხმობს. პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სწრაფად და კომფორტულად მიიღოს არა მარტო სახელმწიფი სერვისები, არამედ თვითმმართველობების კომპეტენციაში შემავალი მომსახურებაც: მშენებლობის ნებართვა, ქონების პრივატიზაცია და სხვა.
პროექტის- ,,ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში- მეორე ფაზა დასკვნითი ღონისძიება საოკუპაციო ზოლის მახლობლად მდებარე ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში საგანგებოდ გაიმართა. იუისტიციის მინისტრის ინიციატივით საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად აშენდა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებთ საშუალება აქვთ, ისარგებლონ სახელმწიფი თუ კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, ბიბლიოთეკით, მონაწილეობა მიიღონ საჯარო შეხვედრებში და ა.შ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 34 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს.ამ დრომდე 200 000-მდე სერვისი გაიცა და 250-მდე ღონისძიება ჩატარდა. თეა წულუკიანის განცხადებით,,, ორსანტია საზღვრისპირა სოფელია, რომელმაც მრავალი გაჭირვება გადაიტანა და დღეს ცდილობს უკეთესი მომავლისკენ იყუროს. ძლიერი სოფელი კი ძლიერი ქვეყნის გარანტიაა“.

Visited 197 times, 1 visit(s) today