თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, თეთრიწყაროს თვითმმართველობისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე, ხუთ ბენეფიციარს სამედიცინო ეტლები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა დახმარების მიზნით, მსგავს სოციალურ აქციას, სამხარეო ადმინისტრაცია და “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით, პერიოდულად ახორციელებენ.

Visited 102 times, 1 visit(s) today