შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს.
ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სოფელ ასურეთში გამავალი მაგისტრალური სისტემა, სადაც ამ დროისთვის 1420 მმ-იანი ქსელი იცვლება, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის კვებას უზრუნველყოფს.
წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება ორძაფიანი დაზიანებული დიუკერის მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად, 600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.