„თელავის დღე საქართველოს პარლამენტში“

საქართველოს პარლამენტის წევრის, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის გაიხსნა გამოფენა „თელავის დღე საქართველოს პარლამენტში“. გამოფენის გახსნას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, პარლამენტის წევრები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თელავის მერია და თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემი.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფერმწერთა და თელავის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა, ასევე ნაფარეულის სახელოსნოების წარმომადგენელთა ათეულობით ნამუშევარი: ფერწერული ტილოები, ფოტოექსპონატები და ხალხური რეწვის ნიმუშები, მათ შორის, ტექსტილი, ხეზე კვეთა, თექა, კერამიკა, მინანქარი, რომელთა ავტორები როგორც უფროსი და საშუალო თაობის წარმომადგენლები, ასევე თელავის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდები არიან. გამოფენის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატის მოწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მზრუნველობას მოკლებული, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.
ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა თელავში მშენებარე გალერეა, რომელიც ევროპული სტანდარტის იქნება მთლიანად.
თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა თელავის მომავალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თელავის მერია გერმანელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს ქალაქის სამომავლო განვითარების გეგმაზე, რომელიც თელავის კულტურულ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად, ასევე ფიქრობენ თელავში ტექნოლოგიური პარკის ფილიალის შექმნაზეც, რომელმაც მხარის განვითარებას და ნოვაციური იდეების განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი.
შეკრებილ საზოგადოებას, თელაველ ხელოვანებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და მათ შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
გამოფენა პარლამენტში 22 ივნისს დაიხურება

Visited 188 times, 1 visit(s) today