ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ სამოქალაქო თავდაცვის დღე ქალაქ თელავის სახანძრო -სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მიულოცა და გამოჩენილი მამაცობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.
თელავის მერმა სახანძრო- სამაშველო სამსახურის უფროსთან ნიკოლოზ ყლარტიაულთან ერთად თელავის მეგობარი ქალაქის ბიბერახის მიერ გადმოცემული 10 000 ევროს ღირებულების ჰაერის დამტუმბი აპარატიც დაათვალიერა , რომელიც მაშველებს საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფ რეაგირებაში ეხმარებათ.
Visited 238 times, 1 visit(s) today