თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ღია კარის გაიმართა

თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელახალი ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული კომპანიებისთვის კონკურენტულ გარემოში ღია და თანაბარი პირობების უზრუნველყოფა. კომპანიის დირექტორმა – ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებს პროექტის დეტალები გააცნო, რათა მათთვის სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს.კონტრაქტორებთან გამართულ შეხვედრას კახეთის გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი- დეპუტატი გელა სამხარაული და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექვსი ახალი ჭაბურღილის მშენებლობა და არსებულების რეაბილიტაცია. ასევე, 5 ახალი რეზერვუარის მშენებლობა. მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი.სამუშაოების დასრულების შედეგად, თელავის მოსახლეობა 24-საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე გადავა .
კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი, შეუსაბამობების გამო ჩაშლილად გამოაცხადა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი რიგი ტექნიკური მახასიათებლები და კომპანიის გამოცდილება არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს . თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი წლის ბოლომდე ხელახლა გამოცხადდება და კომპანიებს წინადადებების წარსადგენად 42 კალენდარული დღე ექნებათ. აზიის განვითარების ბანკი (ADB) აღნიშნულ პროექტს მხარდაჭერას უცხადებს და კვლავაც დააფინანსებს.

Visited 145 times, 1 visit(s) today