თელავსა და ესტონეთის ქალაქ ვილიანდს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ თელავსა და ესტონეთის ქალაქ ვილიანდს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ქალაქ ვილიანდის მერმა ანდრო კივიბერგმა მოაწერეს.
ქალაქებს შორის მეგობრობის მემორენდუმის გაფორმებას თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, ვილიანდის ვიცე-მერი კალვი მარტინი, ასევე ესტონეთის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტების ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში,ესტონურმა დელეგაციამ მოინახულა შ.პ.ს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“, რომლის პერსონალს მიმდინარე წლის სექტემბერში შესაძლებლობა ექნება გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გაცვლითი პროგრამით სარგებლობის.
ესონეთი პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღო,აღსანიშნავია რომ საქართველო სწორედ ესტონეთის ეკონომიკურ მოდელს იზიარებს.

Visited 221 times, 1 visit(s) today