თელავში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. შეხვედრას წარუძღვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი თორნიკე დვალი. შეხვედრაზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის გენდერული თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებები და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თელავის მერმა პლატონ კამახელიძემ, ადამიანის უფლებების დამცველებმა, აქტივისტებმა და სხვა დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.

Visited 164 times, 1 visit(s) today