თელავში საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხე-ტყის უკანონო მოპოვება და რეგიონში გარემოსცდაცვითი პრობლემები, – ამ საკითხებზე თელავში გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრაზე აქცენტი კახეთში, ალაზნის ჭალებში უკანონო ხე-ტყის მოპოვებას და ამ მხრივ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომელიც კანონის გამკაცრებას და დამატებით რეგულაციებს ითვალისწინებს. გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილეები , მეწარმეები, სხვადასხვა უწყების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 151 times, 1 visit(s) today