თელავში, სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა წლების განმავლობაში სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით პირველ ეტაპზე ხდება ჩრდილოეთ ფასადის რეაბილიტაცია, რაზეც 50 000 ლარი იხარჯება. ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ სამხატვრო სკოლაში უკვე ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა და სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პირადად აცნობა, რომ ასევე მიმდინარეობს მუშაობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება სამხატვრო სკოლის შენობის შიდა რეაბილიტაცია.

Visited 317 times, 1 visit(s) today