თელავში, წითელას პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თელავში, წითელას პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის – ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და რესურს-ცენტრების ხელმღვანელმა პირებმა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა – ნელი ხიზანიშვილმა წითელას ეპიდაფთქების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას და რეგიონულ ჭრილში წითელას პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, გასატარებელი ღონისძიებების გეგმა წარუდგინა. კახეთის რეგიონში, წითელას ეპიდაფეთქების მართვის მიზნით შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი. საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად: მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, საგანმანთლებლო რესურს – ცენტრის ხელმძღვანელი, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მენეჯერები, პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები/ოჯახის ექიმი, ფიზიკური პირები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელი პირი. საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს ,,შემთხვევის მენეჯერი“ (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი), რომელიც ინიშნება მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მიერ. ,,შემთხვევის მენეჯერი“-ს მეშვეობით ვიცე-მერი ყოველდღიურ რეჟიმში, მიიღებს სრულ ინფორმაციას განვითრებულ მოვლენებზე და სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, ინფორმაციას გადაცემს ადგილობრივი თითმმართველი ერთეულის მერს, ასევე, ატყობინებს სამხარეო ადმინისტრაციას. საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობას ზედამხედველობას გაუწევს მხარის სახელმწიფო რწმუნებული.

Visited 119 times, 1 visit(s) today