თელავში 2017 წლის პროექტები განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ თელავის მერიისა და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, თელავში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე უძღვებდა, რომელმაც საზოგადოებას დეტალურად გააცნო ქალაქში განხორციელებული მასშტაბური პროექტები, მათ შორის კულტურის, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ინფრატრუქტურურის და სხვა მიმართულებებით. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მოადგილეები ზურაბ არსენიშვილი და გივი მეტრეველი, რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჭრელავილი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით მსგავსი შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

Visited 149 times, 1 visit(s) today