თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებზე ისაუბრა და მაგალითისთვის დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებული 2 ტენდერი მოიყვანა.
როგორც თემურ გრიგალაშვილმა აღნიშნა, ტენდერით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელოვნურადაა გაზრდილი.
მისივე განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დედაქალაქის მერია საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, რაც კორუფციული გარიგებების არსებობასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.

Visited 189 times, 1 visit(s) today