თემურ ჩუბინიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა და ქალაქის შიდა გზების პროექტის ფარგლებში, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თემურ ჩუბინიძე, ტყვარჩელისა და ჭელიშვილის ქუჩებზე, გზის დაგების პროცესს დაესწრო და სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობას გაესაუბრა. ქალაქში, გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს 14 მიმართულებით, შ.პ.ს. “ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს, რომელის საერთო ღირებულება 300000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, ხუთი ქუჩის კეთილმოეწყობა უკვე დასრულებულია, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კი 5 მარტამდე გაგრძელდება.

Visited 124 times, 1 visit(s) today