თენგიზ ფხალაძემ არასამთავრობოებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა.
თენგიზ ფხალაძემ არასამთავრობოებს 5-9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელეს.
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.
“მნიშვნელოვანია ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მათი ხედვა, მათი რეკომენდაციები და ძალიან მნიშვნელოვანია შეჯერებული ქმედება სწორედ იმ დროს, როდესაც აქტუალური ნაბიჯებია გადასადგემელი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ფხალაძის გნცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გვექნება კონსულტაციები თემატურ ჯგუფებთან და საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში”, -აღნიშნა ფხალაძემ.

Visited 157 times, 1 visit(s) today