თენგიზ ფხალაძე – ” საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ტრიბუნა, რათა საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღეროს ის სამწუხარო რეალობა, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე”

სტამბოლში მსოფლიოს პირველი ჰუმანიტარული სამიტი ოფიციალურად გაიხსნა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს.
გიორგი მარგველაშვილმა უკვე მიმართა სამიტის ლიდერთა სეგმენტის მონაწილეებს. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ასევე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე და მრგვალ მაგიდაზე.
მსოფლიოს პირველი ჰუმანიტარული სამიტის ინიციატორები არიან გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.
სამიტი მსოფლიოში არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეძღვნება და განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებას დაეთმობა.
“საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ტრიბუნა, რათა საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღეროს ის სამწუხარო რეალობა, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიოტორიებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და კვლავაც ექნება საშუალება, რომ ამ თემაზე გაამახვილოს მსოფლიო ლიდერთა ყურადღება.
ყურადღების ძალიან დიდი კონცენტრაცია არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მიმართ, იმ ჰუმანიტარული პრობლემების მიმართ, რაც აქვს ჩვენს თანამემამულეებს და ასევე ამ სამიტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისათვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

Visited 167 times, 1 visit(s) today