თენგიზ ფხალაძე ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რუსეთისათვის დახმარების თხოვნას ეხმაურება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევენ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, საზოგადოების ზურგს უკან არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება.
”ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ინფორმაციის დამალვა. მაშინ როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თხოვნას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთივე შემთხვევა გვქონდა ”გაზპრომთან” მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი იძენს ერთგვარი ტენდენციის სახეს”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

Visited 171 times, 1 visit(s) today