თერჯოლაში ,,ღვინის ფესტივალი 2016″ გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ღვინის ფესტივალი 2016“ გაიმართა. აღნიშნული რაიონის 19–მა სოფელმა სხვადასხვა სახეობის ღვინოები წარმოადგინეს. ასევე, ქალაქის ცენტრში მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები. გამოიფინა რეწვის ნიმუშები და ადგილობრივმა ანსამბლებმა როგორც ქორეოგრაფიული ასევე, მუსკალური ნომრები შეასრულეს. ფესტივალის დასასრულს კი სპეციალურმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინა. თერჯოლაში გამართულ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო. აღნიშნული ფესტივალი თერჯოლაში უკვე მეოთხე წელია იმართება.

Visited 245 times, 1 visit(s) today