თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება თერჯოლის №1 და რუფოთის საჯარო სკოლებიდან მიულოცა თერჯოლისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ვულოცავ ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, მოსწავლეთა მშობლებს. ასევე სტუდენტებს, სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული. ჩემთვის, როგორც პედაგოგიურ სფეროში მოღვაწე ადამიანისათვის, მნიშვნელოვანია ეს დღე. მწამს, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი განათლებულ თაობაზეა დამოკიდებული. ყველა რეფორმა, რაც განათლების სფეროში უნდა განხორციელდეს, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გადადგმული ნაბიჯია.
როგორც ქვეყნის ხელისუფლებისათვის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, მომავალ თაობაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სასწავლო გარემო, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული სხვა ყოფით პრობლემებამდე.
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელი!“

Visited 327 times, 1 visit(s) today