თიანეთის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. წელს შ.პ.ს „მექანიზატორსა“ და კერძო ტექნიკის მფლობელებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ გათვალისწინებულ ხვნის სამუშაოებში კერძო ტექნიკის მფლობელები ჩაერთვნენ.
მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოების პარალელურად, საგაზაფხულო მარცვლოვანი (საგაზაფხულო ქერი, შვრია) და ბოსტნეული (კარტოფილი) კულტურა უკვე დაითესა 60 ჰა ფართობზე, რაც მკვეთრად აღემატება 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს(15 ჰა – 2015წ, 60 ჰა – 2016წ).
თიანეთის მუნიციპალიტეტში აგროვადების დაცვით, ,,მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“-ს ფარგლებში უფასოდ 4257 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება, რითაც სარგებელს 5504 ბენეფიციარი მიიღებს.

Visited 189 times, 1 visit(s) today