თიანეთის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 3 მლნ ლარს აღწევს. არჩილის მონასტერთან მისასვლელ გზაზე, ამ დროისთვის, უკვე დაგებულია 4800 მ 5 კმ-მდე ასფალტის საფარი. ხოლო, ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან მისასვლელ 1.2 კმ – იან გზაზე უკვე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და მალე ასფალტის დაგება დაიწყება. დაგეგმილია ასევე ეზოში შესასვლელებისა და ავტოსადგომის მოწყობა. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

Visited 151 times, 1 visit(s) today