თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ფაქტობრივად, ერთხმად მოხდა.
დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა მერიის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხიც.
როგორც თიანეთის მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის სახსრები სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორისაა საბავშვო ბაღების, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კვების კუთხით გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ტრანსპორტი, გარე განათება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

Visited 117 times, 1 visit(s) today