თიანეთის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სათბობი შეშით მომარაგება ახალსოფლის საჯარო სკოლით დაიწყო. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეროვნული სატყეო სააგენტო შეშით მომარაგებით მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას გაუწევს, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 40 საჯარო სკოლა მომარაგდება 2150 კუბ მეტრი სათბობი შეშით. აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობას, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. საჯარო სკოლების შეშით მომარაგების პროცესის ადგილზე გაეცნობის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი ახალსოფლის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ, აგრეთვე, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური და თიანეთის სატყეო უბნის უფროსი ალექსანდრე კობაიძე.

Visited 210 times, 1 visit(s) today