თინათინ ხიდაშელი დოქტრინებზე მომუშავე პირად შემადგენლობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის უწყების დოქტრინებზე მომუშავე პირად შემადგენლობას შეხვდა.
თავდაცვის მინისტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დოქტრინებზე მომუშავე ჯგუფების 2015 წლის საქმიანობით, გადაწყვეტილების მიღებისა და პრიორიტეტების დადგენის პროცესით დაინტერესდა. მან ყურადღება ნატოს ვარშავის სამიტამდე მნიშვნელოვანი დოქტრინების მომზადების საკითხზე გაამახვილა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დოქტრინების პრიორიტეტების დადგენა უსაფრთხოების კუთხით არსებულ რეალობასთან მისადაგებული უნდა იყოს.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო დოქტრინების მიმართულებებს, სახელმძღვანელოების მომზადებისა და დანერგვის საკითხებს. თავდაცვის მინისტრი უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების დოქტრინებზე მომუშავე ჯგუფების ხელმძღვანელებს შეხვდება.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრო.

Visited 209 times, 1 visit(s) today