თისელში გზის მოწესრიგება მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ამჟამად, თისელში სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხდება გზაზე არსებული ორმოების ამოვსება და სწორდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა, რათა სააღდგომოდ მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს.

Visited 177 times, 1 visit(s) today