თორნიკე რიჟვაძემ შუახევი-ჩირუხის რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შუახევი-ჩირუხის გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ა/ბეტონის საფარი დაიგო. განხორციელებული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. რეგიონის ხელმძღვანელს მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ გააცნო.
შუახევი ჩირუხის გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე მთელ სიგრძეზე ჩაიწყო ლითონის მილები, 16 ადგილზე გაკეთდა ახალი გაბიონი და 19 სხვადასხვა ზომის ბეტონის საყრდენი კედელი, მოეწყო პარაპეტები და 30 701 კვ/მ დაიგო ასფალტობეტონის საფარი.
აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 9,880 კმ ა/ბეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 377 340 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს ასევე 2 ახალი ხიდი და 37 ერთეული ხელოვნური ნაგებობა აშენდება.
გათვალისწინებულია ასევე 30 938 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია, 6500 კუბ.მ. ბეტონის საფარის მოწყობა და სხვა საგზაო სამუშაოების განხორციელება.
სულ შუახევის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისთვის გამოყოფილია 11 082 320 მილიონ ლარამდე.

Visited 188 times, 1 visit(s) today