თორნიკე რიჟვაძე ბეშუმში არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კურორტ ბეშუმს ესტუმრა და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. თორნიკე რიჟვაძე პირადად გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათი შეფასებები მოისმინა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ მათთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა კურორტზე არსებული პრობლემების აღმოფხვრის და უკეთესი პირობების შესაქმნელად. მისი თქმით, ბეშუმი აჭარის თითოეული მკვიდრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კურორტია, ამიტომაც მნიშვნელოვანია შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი დამსვენებლებისთვის.
ბოლო წლებში ბეშუმში სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების, ასევე შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდა. კურორტის ყველა ქუჩაზე მოეწყო გარე განათება.
„ამ მიმართულებით აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად გააგრძელებს მუშაობას“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ და ხაზი გაუსვა გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მნიშვნელობას, რომელიც კურორტზე კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

Visited 485 times, 1 visit(s) today