თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვები ღონისძიება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ცერემონიას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფინანსთა მინისტრი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ექიმის ფიცი დადეს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა. საქართველოში სამედიცინო განათლებას სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1919 წელს სამკურნალო ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. 1930 წელს ფაკულტეტმა არსებობა შეწყვიტა და ცალკე შეიქმნა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1995 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი სამედიცინო განათლება აღდგა თავდაპირველად მედიცინის სპეციალობის სახით ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2000 წელს მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ფაკულტეტი
თსუ მაგისტრატურა 2016 წელს 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

Visited 195 times, 1 visit(s) today