თსუ-ში სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი წარადგინეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის წარდგენა მოეწყო. ღონისძიებაზე საქართველოში ქართულ ენაზე დარგობრივი ტერმინოლოგიის განვითარებასა და ქართულ სამხედრო ტერმინთა ნორმატიული ბაზის დამტკიცების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის წარდგენას თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი თავდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს, კერძოდ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ენობრივი ნორმირებასა და სტანდარტიზაციას, თავდაცვის სამინისტროში არსებული სასაქონლო მარაგების რაოდენობრივი უზუსტობების თავიდან ასაცილებლად ერთი ცნების ამსახველი სხვადასხვა ტერმინის დაზუსტებასა და უნიფიკაციას.
ღონისძიების დასასრულს დარეჯან თვალთვაძემ ირაკლი უჯმაჯურიძეს ქართულ ტერმინთშემოქმედებაში, კერძოდ, ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის მოწესრიგების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

Visited 186 times, 1 visit(s) today