თუკი “ეროვნული ფორუმი” კოალიციიდან გავა, მე თანამდებობას დავტოვებ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თუკი “ეროვნული ფორუმის” ყრილობა კოალიციიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას გადაწყვეტს, მე თანამდებობას დავტოვებ, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

“ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა არის ტექნიკური საკითხი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული თემა, ეს უფრო ტაქტიკის საკითხია. კოალიციიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლოგიკა გულისხმობს უმრავლესობიდან გასვლასაც, მაგრამ ჯერ პარტიის წევრებს მოვუსმენ”, – განაცხადა სანიკიძემ.

მისივე შეფასებით, კოალიცია ფაქტობრივად შენარჩუნებული არ არის და ის მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

გუბაზ სანიკიძე ყრილობაზე წარადგენს ანგარიშს, სადაც შეაფასებს ხელისუფლების საქმიანობას და ასევე კოალიციის ფორმატში “ეროვნული ფორუმის” საქმიანობას. ყრილობის მონაწილე დელეგატებმა 2 საკითხზე უნდა გასცენ პასუხი – უნდა დატოვოს თუ არა “ეროვნულმა ფორუმმა” კოალიციის შემადგენლობა და როგორ უნდა მიიღოს პარტიამ მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ყრილობა მედიისთვის დახურულია.

Visited 216 times, 1 visit(s) today