თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით, „გაზპრომიდან” რომ მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა.

„იმას, რომ „გაზპრომიდან” მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ხვალ შეიძლება ირანიდან შემოვიდეს გაზი, ან თურქმენეთიდან. თურმე როგორ შეიძლება „გაზპრომთან” საუბარი, როცა რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა. მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება. გაიხსენეთ რა ამბავი დაგვაყარეს სამ ხეზე, სამი ხე, რომელიც არც არავის წაუღია . მთელი ტყეები გაჩეხეს საქართველოში. რა ამბავი იყო სამ ხეზე – 2 კვირა დავკარგეთ პარლამენტში, როდესაც მილიარდობით გაიტანეს ჩვენი ტყეები”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

თოფაძემ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს სამინისტროს წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ბატონ კახას, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტროა. ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

Visited 308 times, 1 visit(s) today