თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ხვალ საქართველოს დელეგაცია თურქეთს ეწვევა. როგორც ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განუცხადა, საქართველოს დელეგაციას ხვალ თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები ექნება.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან იყოს მშვიდობა. თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აღწევს მილიარდნახევარ დოლარს. შესაბამისად, თურქეთში სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ, ხვალ, თურქეთში გვექნება მაღალი დონის შეხვედრები. დარწმუნებულები ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ იმავე ინტენსივობით და იმავე მიმართულებით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Visited 180 times, 1 visit(s) today